უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა, რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 17 თებერვალი 2023, 23:08

ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა, რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

იუსტიციის მინისტრი ეხმაურება „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით:
• ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
• პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;
• ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
• პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
• პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
• ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
• პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
• პატიმრებს შორის საუბარი მხოლოდ ჩურჩულით.
ეს სამწუხარო და დიდი ადამიანური ტკივილით გაჯერებული სიტყვების ერთობლიობა არა რომელიმე ნაწარმოების ან საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, არამედ ევროპული სამართლიანობის უმაღლესი ინსტანციის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაა. ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა. რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა.

თავისუფლების აღკვეთა უმძიმესი სასჯელია, რომლის მიზანიც სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია, ანუ სასჯელის მოხდის შემდგომ, სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი ნორმების შესრულების აუცილებლობის სულისკვეთებით აღჭურვილი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციაა. დადასტურდა, რომ ნაცვლად ამისა, ფსევდო მოდერნიზაციის ნიღაბს ამოფარებული, სისასტიკეზე შეყვარებული, საკუთარი უკანონო ძალაუფლების ფართო ჰორიზონტით მონუსხული, სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დამატებით უსჯიდნენ უკანონო, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ სასჯელებს. სხვების წამებით გამოწვეული ტანჯვისგან კი სიამოვნებას იღებდნენ და კიდევ უფრო სასტიკები ხდებოდნენ. წარმოდგენაც კი შემზარავია, რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა“, – წერს  რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა საუბარი და მას შემდეგ გახდა შესაძლებელი დარღვევებზე რეაგირება.

„რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, მავანი მაინც არ ისვენებს და დამარცხებული, მწამებლებზე დამყარებული, რეჟიმის რეჟისორები და მთავარი მოქმედი პირები დღეს უსირცხვილოდ ცდილობენ, „უფლებადამცველების“, „დემოკრატიის მცველებისა“ და „პროევროპელების“ ტყავში ფარისევლურად გახვეულებმა „დამოძღვრონ“ ქვეყანა. დროა, მათ სარკეში დიდ ხანს უყურონ საკუთარ თვალებს, მოინანიონ ტერორი და ბოდიში მოიხადონ, რაც უმაღლესი სუვერენის – ქართველი ხალხის გამოხატული ნებაა!

ამ სისასტიკეზე ფიქრისა და შემდგომი დათრგუნვის თავიდან ასარიდებლად საჭიროა იმის გააზრება, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან და არსება მისი გრძელია“, – წერს რატო ბრეგაძე.

მისი თქმით, სიკეთე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაა, რასაც დღეს ქართული საზოგადოება დიდი მონდომებითა და წარმატებით ახორციელებს.

„ადამიანზე, როგორც უზენაეს სიკეთეზე, ფიქრით განმსჭვალული მუხლჩაუხრელი, გონივრული შრომა არის ერთადერთი გზა, რაც წარსულის ტრაგიკული შეცდომებისაგან დაგვიცავს და ფართოდ გაგვიღებს კარს ჩვენს ისტორიულ ნავსაყუდელში.

დღეს კი ყველა პატიმარმა და მისმა ახლობელმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ყველა ღირსეულ პირობებში მოიხდის და არავინ გაიგებს ჯალათის ხმას! სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების ყველა უფლების დასაცავად და ამისთვის მადლობა ჩვენს ღირსეულ, ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულ ოფიცრებს!“ – წერს რატი ბრეგაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი