ზაალ ანჯაფარიძე MKD Law-ს განცხადებაზე: აშკარაა რომ ივანიშვილისგან რაღაცას ისეთს ითხოვენ, რამაც შეიძლება საქართველო დააზიანოს, ხოლო ის კი არ თანხმდება საკუთარი ქვეყნის საზიანო ქმედებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 15 თებერვალი 2023, 12:41

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს „კისინჯერის ციტატა გამახსენდა, როდესაც წავიკითხე მორიგი ინფორმაცია, თუ რა უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილზე, შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სვისის“ მეშვეობით ის ძალები, ვისაც ხელეწიფება შვეიცარიის ბანკი თავის ჭკუაზე ათამაშოს. ასეთი ძალა და გავლენა აქვს ერთადერთ ქვეყანას -აშშ-ს. აშკარაა რომ ივანიშვილისგან რაღაცას ითხოვენ ისეთს რამაც შეიძლება საქართველო დააზიანოს, ხოლო ის კი არ თანხმდება საკუთარი ქვეყნის საზიანო ქმედებებს.“

„აშშ-თან მტრობა საშიშია. მაგრამ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა სასიკვდილოდ საშიში,“ ეს ციტატა აშშ-ს დიპლომატიის მეტრს ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის და მის მართებულობაში ბევრი დარწმუნდა სხვადასხვა დროს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ელჩმა ღია ტექსტით გვითხრა რომ დასავლეთს სურს დარწმუნდეს - საქართველო ჩვენნაირია? ეტყობა 30 წლის მანძილზე ვერ დარწმუნდნენ. კისინჯერის ციტატა გამახსენდა, როდესაც წავიკითხე მორიგი ინფორმაცია, თუ რა უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილზე, შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სვისის“ მეშვეობით ის ძალები, ვისაც ხელეწიფება შვეიცარიის ბანკი თავის ჭკუაზე ათამაშოს. ასეთი ძალა და გავლენა აქვს ერთადერთ ქვეყანას -აშშ-ს აშკარაა რომ ივანიშვილისგან რაღაცას ითხოვენ ისეთს რამაც შეიძლება საქართველო დააზიანოს, ხოლო ის კი არ თანხმდება საკუთარი ქვეყნის საზიანო ქმედებებს. სხვა ახსნა ამ ისტორიას უბრალოდ არა აქვს, რადგანაც ივანიშვილის მხარეს მოგებული აქვს პრაქტიკულად ყველა სასამართლო პროცესი.“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი