გია აბაშიძე: ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? შეკითხვები ბევრია - Credit Suisse-ისგან პასუხები არაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 15 თებერვალი 2023, 12:23

შვეიცარული Credit Suisse და მასთან დაკავშირებული სინდიკატი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ღიად დაშანტაჟებას, მის თანხებზე წვდომის შეზღუდვას, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ს განცხადების შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, ორკესტრირებულ უკანონო ქმედებებში ჩართული დასავლელი სუბიექტები ვერ აცნობიერებენ ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს საქართველოს წინაშე და მისი ურყევ პოპულარობას ქართულ საზოგადოებაში.

„შვეიცარული Credit Suisse და მასთან დაკავშირებული სინდიკატი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ღიად დაშანტაჟებას, მის თანხებზე წვდომის შეზღუდვას. დღევანდელ განცხადებაში ივანიშვილის ინტერესების დამცველი ქართული იურიდიული ფირმა MKD Law ხსენებული ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე სვამს ლეგიტიმურ შეკითხვებს - ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს Credit Suisse-ის ხელმძღვანელობა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება? რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება. ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? შეკითხვები ბევრია, თუმცა Credit Suisse-ისგან პასუხები არაა, რაც აჩენს სამართლიან ვარაუდს, რომ მოქმედებს კოორდინირებული ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იქნება ეს შვეიცარული ბანკი, ევროპარლამენტი თუ დასავლეთის ცალკეული მედიასაშუალებები. ოღონდ ორკესტრირებულ უკანონო ქმედებებში ჩართული დასავლელი სუბიექტები ვერ აცნობიერებენ ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს საქართველოს წინაშე და მისი ურყევ პოპულარობას ქართულ საზოგადოებაში.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი