ლევან ნიკოლეიშვილი BBC-ის სტატიაზე: როცა ირაკლი კობახიძემ თქვა რუსებს სამხედრო მოქმედებების ხაზზე უპირატესობა აქვთო, გაგიჟდნენ რადიკალები, ეს რუსული ნარატივიაო - რა ხდება, BBC-ში გარუსდნენ თუ თავიდანვე რუსები იყვნენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 13 თებერვალი 2023, 21:44
ნამდვილად არ მიხარია, უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ამას ახლა BBC  აცხადებს, რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ. რაო, რაო ეს რა თქვესო? რა ხდება, BBC-ში გარუსდნენ თუ თავიდანვე რუსები იყვნენ?! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, BBC-ის სტატიის მსგავსი შინაარისს განცხადება გააკეთა ირკალი კობახიძემაც, თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რადიკალურმა ოპოზიციამ რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ზედმეტად კეკლუცობას საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა სჯობს. 

 „ნამდვილად არ მიხარია, უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ამას ახლა BBC-სი აცხადებს, რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ. რაო, რაო ეს რა თქვესო ? რა ხდება, BBC-ში გარუსდნენ თუ თავიდანვე რუსები იყვნენ?! როცა ირაკლი კობახიძემ, თქვა რომ რუსებს სამხედრო მოქმედებების ხაზზე უპირატესობა აქვთო, გაგიჟდნენ რადიკალები, ეს რუსული ნარატივიაო, სხვათა შორის იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა რა განცხადებასაც ამერიკული და ბრიტანული წყაროები ავრცელებდნენ. ახლა ბრიტანელებმა, რუსები ბახმუტს იკავებენო, მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC-The British Broadcasting Corporation-ც რუსულ ნარატივზეა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!მგონი უმჯობესი იქნება, ზედმეტად კეკლუცობას, ძალად უკრაინელობას,ძალად რუსობას და გნებავთ ძალად ამერიკელობას თუ შეშვებიან მავანნი კარგი იქნება! ამ ყველაფერს კი ქართველობა, შენი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება და შენი ხალხისთვის სიმართლის თქმა გაცილებით სჯობია!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი