ზურაბ ქადაგიძე: კობახიძე სიმართლეს რომ ლაპარაკობს არამართებულია და „BBC"-ის ინფორმაციას არავინ იმჩნევს, როგორია ომის პარტიის ნარატივი? ჩამოყალიბდით „BBC"-იც რუსეთუმეა თუ როგორ არის საქმე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 13 თებერვალი 2023, 21:31

ფაქტი და რეალობა არის ის რასაც ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ არ გჯერათ აგერ ეს სტატია წაიკითხეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და აზიარებს BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ.

როგორც ქადაგიძე წერს, თითქმის ყველამ დაიწყო, მოლოდინის მიუხედავად ომის განსხვავებულ შედეგზე საუბარი. არესტოვიჩიც კი ღიად გამოდის და ამბობს, სამწუხაროდ რუსული სცენარი დასავლეთსვე აწყობსო.

„როგორ გავიგოთ, „BBC" რუსეთუმეა? ირაკლი კობახიძემ რა თქვა განსხვავებული ვენები რომ გადაიჭერით? ზუსტად მანდ არის ის ნაძირლობა ჩაფიქრებული, რასაც გლობალური ომის პარტია და მისი ქართული ფილიალები კადრულობენ.

თუ კი საერთაშორისო აქტორია ჩართული უკრაინულ-რუსული ქონფლიქტის ანალიტიკაში, თითქმის ყველამ დაიწყო, მოლოდინის მიუხედავად ომის განსხვავებულ შედეგზე საუბარი.

უფრო მეტიც, არისტოვიჩიც კი ღიად გამოდის და ამბობს, სამწუხაროდ რუსული სცენარი დასავლეთსვე აწყობსო. ჰო და ახლა მაინტერესებს, კობახიძე სიმართლეს, რომ ლაპარაკობს არამართებულია და „BBC"-ის ინფორმაციას არავინ იმჩნევს, როგორია ომის პარტიის ნარატივი? ჩამოყალიბდით "BBC"-იც რუსეთუმეა თუ როგორ არის საქმე? ფაქტი და რეალობა არის ის რასაც ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ არ გჯერათ აგერ ეს სტატია წაიკითხეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ...“- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი