20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 12 თებერვალი 2023, 18:49

მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? - ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციას ეხმაურება.

“20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????

ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !”,- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი