ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 07 თებერვალი 2023, 12:44
საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი "პეტრუშკა" უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს. - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას.
ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.
„ესღა გვაკლდა რაა... მოკლედ ცალკე ამ ბოროტი კლოუნის "სიკვდილ-სიცოცხლის" აბსურდს უნდა უყურო და ცალკე მის მრავალფეროვან პირად ცხოვრებას... "დოქტორ დოტი" აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას და მიშას უფასო მასაჟები უნდა გავუკეთოოო... საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი "პეტრუშკა" უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს. კიდე 5 წელი მოუწევს და შეგიძლია შეეგუო! არჟნიან პელმენებს შეგატანინებენ...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე. უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოს დროშა სისხლიანი მოეჩვენა“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი