გია აბაშიძე: „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
295 04 თებერვალი 2023, 17:09

„მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ - ექსპერტი გია აბაშიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ასეთი მოღალატეები, მშვიდობისმოძულე რევანშისტები ჰყავს საქართველოს სამარცხვინო ნაცოპოზიციას. თუმცა, მათი ვერანაირი მზაკვრული გეგმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ აღსულდება.

„მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ. მისი მენტორი ჩეკისტი თემურ ალასანიაა. „კავკასიის“ ეთერში ამ ტრაგიკომიკურმა სუბიექტმა თქვა: აქ ბევრი ვაპირებთ ომს. ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აფხაზეთის, ცხინვალის, ვეტერანებთან...უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც ეყოლებათ - მთელი ცივილიზებული სამყარო...და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს... აი, ასეთი მოღალატეები, მშვიდობისმოძულე რევანშისტები ჰყავს საქართველოს სამარცხვინო ნაცოპოზიციას. თუმცა, მათი ვერანაირი მზაკვრული გეგმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ აღსულდება. „აუტსაიდერებს“ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ბლეფია კრებსითი სანიკიძეების ნებისმიერი გეგმა-მუქარა! თუმცა, რაც მეტს იყრანტალებენ, მით უკეთესი ხალხის ინფორმირებულობისთვის“ - წერს აბაშიძე facebook - ზე„

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი