303
29 იანვარი 2023, 19:56
მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია.
„სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები:
- რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს-კოდები;
- ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება;
დღეს 19.00 -დან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს განახლებული კოდებით.
ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ სმს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით”,- აცხადებს მელია Facebook-ზე გამოქვეყნებულ „პოსტში“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |