ნიკოლოზ სააკაშვილი მოითხოვს მოსამართლე გიორგი არევაძე კლინიკა „ვივამედში“ დაუყოვნებლივ მივიდეს და ნახოს პაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 28 იანვარი 2023, 21:37

 მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ითხოვს მოსამართლე გიორგი არევაძე კლინიკა „ვივამედში“ მივიდეს.

როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, ექიმობა არაა საჭირო მისი შვილის მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად.

„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მოგვიწოდებს, განსაკუთრებით დედას - გიულის მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა. მაშინ, როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს, ალოგიკურია! გასაოგნებელია, როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს. თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით „ვივამედიც“ აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე. თუ ესეც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით ბოლოს და ბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი - მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი. დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი