ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 27 იანვარი 2023, 18:48

როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი კობახიძემ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიციის შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. არადა ყველაფერი მარტივადაა, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო. როდესაც გუშინ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს. ახლა მაგ ამბავს კლავიატურაზე კაკუნი და ნაპერწკლების ყრა აღარ უშველის“- წერს ნიკოლეიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი