ეს უღირსი ქალი არის USAID - ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის „რეფორმირება“...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 26 იანვარი 2023, 17:59

ეს უღირსი ქალი არის USAID - ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის „რეფორმირება“... - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილ მოსამართლე ინგა თოდრიაზე.

ექსპერტი აქვეყნებს ინგა თოდრიას 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქ პოსტს, სადაც იგი წერს - „მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა .... ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს“.

ლევან ნიკოლეიშვილი კითხვით მიმართავს საქართველოში აშშ-ის ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში?

„ეს უღირსი ქალი არის USAID - ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის „რეფორმირება“... ახლა მინდა პირდაპირ და ღიად ვკითხო ქალბატონ ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში? თქვენ ეს ქვეყანა ჩალით დახურული ხომ არ გგონიათ? რატომ ფიქრობთ, რომ მსგავს სუბიექტებს შემოგვტენით, რომ შემდეგ თქვენ ჭკუაზე დაალაგოთ ყველაფერი?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის, PROLOG -ის ხელმძღვანელის მოადგილემ და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელმა ინგა თოდრიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანა 10 წლით მოდუნდა და ახლა ცვლილებების და გამოღვიძების დროა, რაც რეალურად გამოაჩენს იმას, თუ რის თავი აქვს საზოგადოებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი