გიორგი კალანდია: ამ დონისა და პერიოდის მხატვრის ნამუშევარი მანამდე ჩვენს ეროვნულ კოლექციებში არ ინახებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
928 26 იანვარი 2023, 16:18

უცხოეთში ათწლეულების წინ გასხვისებული თუ განიავებული ნივთების დაბრუნებაზე ვერც კი რომ ვიოცნებებდი, ის დაუჯერებელი პროცესი დაიწყო და შედეგიც სახეზეა, - ამის შესახებ ხელოვნების სახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი კალანდია იტალიური რენესანსის წარმომადგენლის, იაკობო დელ სელალიოს ტილოს საქართველოში დაბრუნების საკითხს ეხმიანება.

„უკვე რამდენიმე ათეული წელია, სამუზეუმო სფეროს დაუკავშირდა ჩემი საქმიანობა. რაც თავი მახსოვს, სულ ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვიდექით, ჩვენი ქვეყნიდან უსისტემოდ და უმისამართოდ გაჰქონდათ უნიკალური ნივთები, ხელოვნების ნიმუშები... 90-იანი წლების გაჭირვების დროს კი ჩვენმა ხალხმა ბედუკუღმართობის გამო, კაპიკებში გაყიდა უნიკალური ნივთები... სულ ასე მახსოვს, სულ ასე იყო... უკვე მეორე წელია კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. უცხოეთში ათწლეულების წინ გასხვისებული თუ განიავებული ნივთების დაბრუნებაზე ვერც კი რომ ვიოცნებებდი, ის დაუჯერებელი პროცესი დაიწყო და შედეგიც სახეზეა...

დიახ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოში დაბრუნდა 1920-იან წლებში გრაფისეული კოლექციიდან გაყიდული გამორჩეული ექსპონატი. აქვე ვიტყვი: ამ პერიოდში ე.წ საბჭოთა აუქციონებზე, რომელსაც „კოლექტივის დუქანს“ ეძახდნენ არაერთი ნივთი გაიყიდა, მათ შორის იყო ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი უნიკალური ნივთები, რომელიც ბაქოელმა მუშამ სულ რაღაც 30 მანეთად შეიძინა...

ახლა კი საქართველოში დაბრუნებულ ექსპონატს დავუბრუნდეთ.. ეს არის ადრეული იტალიური რენესანსის შესანიშნავი წარმომადგენლის იაკობო დელ სელალიოს ბრწყინვალე ნამუშევარი. XV საუკუნის ეს ფლორენციელი დიდოსტატი ბოტიჩელის, ფილიპინო ლიპის და დომენიკო გირლანდაიოს მხატვრული ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება.

დიახ, იტალიური რენესანსის წარმომადგენლის ეს ბრწყინვალე ტილო უკვე საქართველოს კუთვნილებაა. ამ დონისა და პერიოდის მხატვრის ნამუშევარი მანამდე ჩვენს ეროვნულ კოლექციებში არ ინახებოდა. რა თქმა უნდა, რომ არა სამინისტროს და პირადად მინისტრის მხარდაჭერა ესოდენ მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დაგვირგვინებას ვერ შევძლებდით...

მოდით, თავად ნახატს შევხედოთ: ნახეთ რა მშვიდი, ამაღლებული, ოქროსფრად განათებული სახეები გვიმზერენ საუკუნეთა სიღრმიდან, შორს მთების ფერდობებზე განუმეორებელი ტოსკანური პეიზაჟები მოჩანს, ხატვის დროს ზეთის საღებავებთან ერთად კი გამოყენებულია ოქროს მელანი, ყველაფერი ნატიფადაა დახატული უმცირესი დეტალების ჩათვლით და ადამიანთა პატარა სახეებს ლამაზად მოელვარე თვალის გუგებიც კი მოუჩანთ...

ეს მხოლოდ დასაწყისია, წელს საქართველოში არაერთი შედევრი დაბრუნდა. მათ შესახებ გზადაგზა მოგიყვებით, გრანდიოზულ პრეზენტაციასა და გამოფენას კი გაზაფხულის ბოლოს უფლისწულის სასახლეში, ზუგდიდში გამართულ დროებით გამოფენაზე შემოგთავაზებთ“, - წერს გიორგი კალანდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი