ვლადიმერ ბოჟაძე კასიანოვის განცხადებაზე: დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 24 იანვარი 2023, 17:03
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში.
ბოჟაძე წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას.
„რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის 1 წლის განმავლობაში 200 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან 30 000-ზე მეტი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ასევე ასიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გავიდა ქვეყანაში, მაგრამ არ დაფიქსირებულა არცერთი ინციდენტი ან კონფლიქტი უკრაინელებსა და რუსებს შორის. დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, (სახმელეთო გზით მიმოსვლა არც არასდროს შეწყვეტილა) ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა... მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი