CNN არ არის ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია, როგორც ეს მავანთ მიაჩნიათ საქართველოში. აშშ-ში, ეს აღარც თუ ისე რეიტინგული ტელეარხი, არაერთხელ ამხილეს დეზინფორმაციის ტირაჟირებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
295 23 იანვარი 2023, 14:07

ახლახან, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას, რაზედაც მიიღო ძალიან ზოგადი პასუხი ევროჩინოსნისგან, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, რაც სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს.

„Fake news (ყალბი ამბები) საქართველოში არ მოგონილია. ეს დასავლეთის მედიისა და პოლიტიკური აქტორების ხშირი „აბორიგენული ნაწარმია“. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ სუბიექტის წონადობასა თუ ისტორიას. ვინც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, ნებსით თუ უნებლიედ, მომავალში მისი დაჯერება ძალიან სათუოა.

CNN არ არის ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია, როგორც ეს მავანთ მიაჩნიათ საქართველოში. აშშ-ში, ეს აღარც თუ ისე რეიტინგული ტელეარხი, არაერთხელ ამხილეს დეზინფორმაციის ტირაჟირებაში. ტყუილის გავრცელების საპირწონეა კონკრეტული მყარი ფაქტები, სტატისტიკა, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოზე CNN-ის ამასწინდელი ცრუ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

ახლახან, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას, რაზედაც მიიღო ძალიან ზოგადი პასუხი ევროჩინოსნისგან.

საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, რაც სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს. სამაგიეროდ, ევროპის ცალკეული თვალთმაქცი სახელმწიფოები აგრესორ რუსეთთან გაცხოველებულ ვაჭრობას ეწევიან და ამაზე თვალს ხუჭავენ ფსევდო-ლიბერალი, რადიკალი მემარცხენეები. ასეთია პოსტსიმართლის (Post-truth) ეპოქა - ობიექტური ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე აღქმები, პირადი სუბიექტური მოსაზრებები და ფარისევლური დაკვეთები.
Ruling party head rejects “false” premise in CNN question to EU leader on sanctioned goods export through Georgia“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი