275
21 იანვარი 2023, 11:17
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.
„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის ორი ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში… მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.
კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვის და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა…
უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8-ში ასეთი ბრიფინგებით?! ვის აკვირვებს?! ან რას გვიმტკიცებს?! ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!
ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას… 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |