ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს - ორ უფასო რჩევას მოგცემთ - ქართველების სახელით საუბარს შეეშვათ და მეორე - რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 20 იანვარი 2023, 15:57

ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი - ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა და  მეორე - რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან.

„ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი: ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა. ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან და მემგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ. მეორე: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან. როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, არამგონია მსგავსი არჩევნის დაყენება მთლად კეთილსინდისიერი საქციელი“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი