იმდენად გადაგვარებულები არიან, რომ უბედურებით სარგებლობის გარდა, სხვა ვერაფრით ახერხებენ საკუთარი ნაძირლობის რეალიზებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 20 იანვარი 2023, 12:26

იმდენად გადაგვარებულები არიან, რომ უბედურებით სარგებლობის გარდა, სხვა ვერაფრით ახერხებენ საკუთარი ნაძირლობის რეალიზებას - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე.

„როგორი გადაგვარებული სექტააა... ამხელა ტრაგედია მოხდა სამძიმარსაც ვერ ბედავ, დუმხარ და დაზაფრული ეცნობი ინფორმაციას... ეს ავადმყოფები კი უბედურებიდან უბედურებამდე არსებობენ, საზრდოობენ და ასე ცოცხლობენ. არ გეგონოთ ასეთ „ჯიბის სექტანტებზე" მორჩება. დააცადეთ გამოენთნონ ახლა ამათი მამა-მარჩენალი პოლიტიკანები, გამოეხმაურებიან გაბადრული სახეებით თითქოს რაიმე გამარჯვებას მიაღწიეს... რა ჯიშის ხართ, ასეთებად იქეცით,თუ თავიდანვე ნაძირლები იყავით?! იმდენად გადაგვარებულები არიან, რომ უბედურებით სარგებლობის გარდა, სხვა ვერაფრით ახერხებენ საკუთარი ნაძირლობის რეალიზებას...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი