მამუკა ხაზარაძე პრემიერის დავოსში ვიზიტზე ქილიკობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ ხორციელდება. საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ ლარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 16 იანვარი 2023, 21:00

„საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს და შიდა თუ უცხოური ინვესტიციები არ კეთდება, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ (თითქმის მილიარდი) ლარი?! ალბათ, არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც მისმა “უანგარო ქველმოქმედებამ” განაპირობა, მის მიერ შესრულებულმა ვალდებულებებმა და “ლელოს მარშალის გეგმამ”- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

 როგორც შაქარიშვილი წერს, ხაზარაძე და მისი ლილო (უკაცრავად ლელო) ფსევდო-პატრიოტიზმით გაჟღენთილი უნიჭო სპიკერებით მეორე ფრონტის პროექტს ემსახურებიან. ეტყობა, ომსა და არეულობაში ხედავს ეკონომიკური განვითარების გასაღებს.

 „მამუკა ხაზარაძე, რომლის ბიოგრაფიის უკანასკნელი ჩანაწერი - ჩავარდნილი ანაკლიის პროექტია, პრემიერის დავოსში ვიზიტზე ქილიკობს და იქვე ამბობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ ხორციელდებაო… საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს და შიდა თუ უცხოური ინვესტიციები არ კეთდება, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6მლნ (თითქმის მილიარდი) ლარი?! ალბათ, არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც მისმა “უანგარო ქველმოქმედებამ” განაპირობა, მის მიერ შესრულებულმა ვალდებულებებმა და “ლელოს მარშალის გეგმამ”. თურმე, არც “შუა დერეფნის” პერსპექტივა გამოკვეთილა და არც 2 მილიარდ ევროიანი შეთანხმება გაფორმებულა შავ ზღვაში ბოჭკოვანი სადენის პროექტისთვის… არც უძრავი ქონების ფასი გაზრდილა და არც საგარეო ვაჭრობის მოცულობა 33.5%-ით. საქართველო, მშვიდობის პოლიტიკის შედეგად ხდება მრავალმხრივ მიმზიდველი ქვეყანა, ხორციელდება და იგეგმება ისეთი პროექტები, რომლებიც გარდა ეკონომიკური სარგებლისა, უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებსაც ქმნიან. მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესი საქართველოში, მომავალში უნდა გახდეს მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტი და პირიქით - მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი საქართველო დარჩეს საინვესტიციოდ მიმზიდველი. ხაზარაძე და მისი ლილო(უკაცრავად ლელო) ფსევდო-პატრიოტიზმით გაჟღენთილი უნიჭო სპიკერებით მეორე ფრონტის პროექტს ემსახურებიან. ეტყობა, ომსა და არეულობაში ხედავს ეკონომიკური განვითარების გასაღებს… 

P.S. ინვესტიციებში თუ გლდანის ციხეში ნაწამები ადამიანების მიერ თიბისიში აღებულ კრედიტებს გულისხმობს არ ვიცი…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი