ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილს: „მოვარდნად“ და „დანაშაულად“, როგორადაც თქვენ მონათლეთ, საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
333 31 დეკემბერი 2022, 17:52

"მოვარდნად" და "დანაშაულად"(როგორადაც თქვენ მონათლეთ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ. ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადექვატური? - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, დასავლეთი, საიდანაც პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში, ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს ასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებაა, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთან.

„"ჩემო" პრეზიდენტო!
დასავლეთი (საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში), ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს გვასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებააო, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთანო.
თქვენთვის ეს არავის აუხსნია არც იქ და არც აქ?
"მოვარდნად" და "დანაშაულად"(როგორადაც თქვენ მონათლეთ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ.
ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ.
როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადექვატური?
არაადექვატურობა თქვენი სისტემატიური პრობლემაა თუ 29 დეკემბერი იყო გამონაკლისი?
პ.ს. რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია“, - წერ ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი