გია აბაშიძე: შარლატანი სააკაშვილის ფსევდომედასავლეთეები ვერასდროს გააკრიტიკებენ ამერიკულ და ევროპულ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დაუნდობლად ამხელენ კორუფციაში ჩაფლულ ევროპარლამენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 15 დეკემბერი 2022, 17:52

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის დღეს გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონზომიერებაა - როცა ნაცსექტანტები სიმართლის თქმაზე გავეშდებიან, ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ზაზა შათირიშვილმა მართებულად აღნიშნა - „ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს“.

„კანონზომიერებაა - როცა ნაცსექტანტები სიმართლის თქმაზე გავეშდებიან, ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე. ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მართებულად აღნიშნა - "ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს...ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებით კრიზისს განიცდის და მისი სტრუქტურები არა ევროკავშირის ობიექტური ინტერესების, არამედ სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ". (ბმული იხილეთ ბოლოში)
თუმცა, შარლატანი სააკაშვილის ფსევდომედასავლეთეები ვერასდროს გააკრიტიკებენ ამერიკულ და ევროპულ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დაუნდობლად ამხელენ კორუფციაში ჩაფლულ ევროპარლამენტს. რა ზედგამოჭრილია ღალატის პარტიის აქტორებზე წმ.ილია მართლის სიტყვები:
...მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე...“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი