ნიკა მელია ვიქტორ ჯაფარიძეზე - ერთი უბედურებაა, რომ ღირსეული მტერიც სანატრელია - მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 13 დეკემბერი 2022, 18:25
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის რეპლიკას: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“,  საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება და  წერს: ერთი უბედურებაა, რომ „ღირსეული მტერი სანატრელია“ მეორე კი ის, რომ „ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ...

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!“ , - წერს მელია.

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი