გიორგი ცუცქირიძე: საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები ნოემბერშიც გაგრძელდა, ხოლო წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 32% შეადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 13 დეკემბერი 2022, 12:43

საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა ნოემბერშიც, ექსპორტის ზრდამ 14.1%, ხოლო წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 32% შეადგინა, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს. ის აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მიუხედავად რეგიონში არსებული ეკონომიკური გამოწვევების და მაღალი ბაზისური ეფექტისა, როდესაც გასული წლის ნოემბერში კრიზისულ 2020 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 27% შეადგინა, რასაც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ლარის გამყარების ტენდენციებიც ემატება.

„2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით და 5,037.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში, იანვარ-ოქტომბრის ექსპორტის მოცულობა უკვე აჭარბებდა 2021 წლის წლიური ექსპორტის ჯამურ მოცულობას.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17,023.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2%-ით მეტია.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 1,723.5 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 6,948.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ს შეადგენს

წლის პირველ 10 თვეში ექსპორტის დინამიკური ზრდა აჩვენებს, რომ იზრდება როგორც ექსპორტის მოცულობა, ასევე მისი დივერსიფიკაცია, ქართული პროდუქციის ახალ პერსპექტიულ ბაზრებზე გასვლის კარგი პერსპექტივით. ამასთან შუა დერეფნის ფუნქციონალური დატვირთვის ზრდასთან ერთად, მზარდია როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი, ასევე რეექსპორტიც“, - წერს ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი