ნანა კაკაბაძე: მიშას ფანების გარდა არავის სჯერა მისი „მომაკვდინებელი უმძიმესი დაავადებების“, ამიტომ დასჭირდათ მის ფან ექიმებს იმდენი დაავადების ჩამოწერა საექსპერტო დასკვნაში, რომ დათვლაც კი გაგიჭირდება ადამიანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 13 დეკემბერი 2022, 10:17

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების მომენტიდან, მისი მხარდამჭერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „არც უკრაინის ომი, არც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, არც კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და არც რომელიმე სხვა, მართლაც მომაკვდავი ან უსამართლოდ ბრალდებული სხვა პატიმრის მდგომარეობა არ ადარდებს არავის, რადგან თურმე მიშა ყოფილა გადასარჩენი”.

„სახლში მინდაააააა!“, „არ მინდა ციხეშიიიიი“, „დედა მინდაააა“ - ასე დაიწყო დაკავებული „პოლიტპატიმრის“ სააკაშვილის ტრაგიკომედია. „გადაიყვანეთ საავადმყოფოშიიიი... ციხეში ვერ გაძლეეეებს...“ - ასე გააგრძელეს მისმა ფანებმა. „რატომ გადაიყვანეთ ციხის საავადმყოფოშიიიი... რატომ „ათრიეთ“ და რატომ შეიყვანეთ პალატაში ხელში ატატებულიიიი... ჩვენ ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა გვინდოდაააა...“ - ასე გამოიგონეს ახალი პრეტენზია. „გვიშველეეეეეთ... მიშას საავადმყოფოში კლავეეეენ...“ - დღესაც გაჰკივიან ნაცები და განაცებული NGO-ები, ჟურნალისტები და ყოფილი მეოცნებეებიც. „მიშა მოწამლეეეეს... უშველეეეეეთ...“ - ბანს აძლევს „კაგებეს“ გენერალი ბიძა. „მიშველეეეეე... პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეეეს, ვკვდებიიიი, ცოტა დრო დამრჩაააა“ - შეჰღაღადებს თვითონ მიშა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. „გაათავისუფლეთ ნაწამები სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით, თორემ...“ - გაღმა ნაპირიდან იმუქრებიან კორუფციაში მხილებული ევროსტრუქტურების წარმომადგენელი მიშას ფანი ევროპარლამენტარები. და ამ სამარცხვინო ბაკქანალიას ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე თვალს ადევნებენ მუდმივი პრობლემებით დაღლილი ჩვენი მოქალაქეები. არც უკრაინის ომი, არც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, არც კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და არც რომელიმე სხვა, მართლაც მომაკვდავი ან უსამართლოდ ბრალდებული სხვა პატიმრის მდგომარეობა არ ადარდებს არავის, რადგან თურმე მიშა ყოფილა გადასარჩენი. კარგად გვახსოვს ორიოდე წლის წინათ თითქმის მსგავსი სიმძაფრით აგორებული და აჟიტირებული ანალოგიური თემა მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაახლოებით ამ სტილში მიმდინარეობდა ყოველდღიური აგრესიული პროპაგანდა, რომ თუ მას არ გაათავისუფლებენ, რამდენიმე დღეში მოკვდებოდა. მისი გულშემატკივარი მრავალი პარტიული აქტივისტი, ენჯეოშნიკი თუ ჟურნალისტი ხან ცრემლებით და ხან მუშტების ქნევით ემუქრებოდა „რუსი ოლიგარქის სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლებს, რომ თუ მომაკვდავ დეკანოზს არ გაათავისუფლებდნენ, ქვეყანას და ხელისუფლებას თავზე დაამხობდნენ, მაგრამ როდესაც სასამართლომ მისი დაავადება არ ჩათვალა სასჯელის გადავადებისთვის საკმარისად, ჩაცხრა ეგზალტირებული აქტივისტების ვნებები და დეკანოზი დღესაც განაგრძობს სასჯელის მოხდას (ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს). ასე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც, რადგან მიშას ფანების გარდა არავის სჯერა არც მისი „მომაკვდინებელი უმძიმესი დაავადებების“ და არც იმის, დაუჭრელი ფრჩხილებით მოფხანის შედეგად მისი სხეულის რომელიღაც ნაწილზე დარჩენილი კვალი წამების შედეგია. ამიტომ დასჭირდათ მის ფან ექიმებს იმდენი დაავადების ჩამოწერა საექსპერტო დასკვნაში, რომ დათვლაც კი გაგიჭირდება ადამიანს, თუმცა, ვერცერთზე ვერ მიუთითეს, თუ რატომ ვერ უმკურნალებენ ამ დაავადებებს საქართველოში და რა ისეთი ჯადოქრები არიან უცხოეთში, რომ იქ „მომაკვდავს“ გააცოცხლებენ. თუმცა, ზოგჯერ სიმართლეც წამოსცდებათ ხოლმე და ამბობენ, ყველადაავადება პატიმრობით გამოწვეული სტრესისა და დეპრესიის შედეგია და ამიტომ რადგან ის ქართული საავადმყოფოს პალატასაც ციხის საკნად აღიქვამს (თუნდაც მთელი ოჯახისა და ფანების ყოველდღიური ვიზიტების პირობებში), მას აუცილებლად სჭირდება უცხოეთის ჰაერიო. აღარ საუბრობს იმაზეც, ჩაიდინა თუ არა მიშამ მის მიმართ ინკრიმინირებული მრავალი და კიდევ უფრო მეტი არაინკრიმინირებული დანაშაული, რომელსაც ათასობით და ათიათასობით უფლებაშელახული და მსხვერპლი ჰყავს, (გუშინ კიდევ ერთი, სააკაშვილის რეჟიმს მსხვერპლი ნორა კვიციანი გარდაიცვალა.) ბოლოს მაინც იქით მივდივართ, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები: „არ მინდა ციხეშიიიი... არ მინდა საავადმყოფოში... სახლში მინდაააა... უცხოეთში მინდააააა.... მიშველეეეეთ...“ მოკლედ, ასე უღირსად არც ერთ მის თანამებრძოლს არ გაუტარებია პატიმრობა და დარწმუნებული ვართ, მისი ყველაზე დიდი ფანი ნიკა გვარამიაც კი ძალიან შეშფოთებული, შეწუხებული და დაფიქრებულია მისი კერპის ასეთი სამარცხვინო მოქმედებით.”- წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი