გია აბაშიძე ევა კაილის დაკავებაზე: ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი, როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
300 10 დეკემბერი 2022, 13:38

„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი!, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ ევა კაილის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.

„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი! ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი