ნინო ფოჩხუა: საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ მოღალატე ადამიანს შეუძლია, ყველას გვახსოვს 2008 წელი და გრძელი რიგები წითელ ხიდზე, ეს არის ხალხი, ვისაც სამშობლო არ უყვარს და საკუთარი ქვეყნის მტრები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 07 დეკემბერი 2022, 11:42

როცა ხედავ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ამდენ დახოცილ უდანაშაულო ადამიანს, როგორ შეიძლება მარტო უსურვო კი არა, ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ შენი სამშობლოც ამ დღეში ჩააგდო, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პრემიერის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, არა და სრული სიმართლე ითქვა, თუმცა სიმართლე გაშმაგებული ხარისთვის წითელი ნაჭერის აფრიალებასავით არის დესტრუქციული ოპოზიციისთვის.

„პრემიერის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, არა და სრული სიმართლე ითქვა, თუმცა სიმართლე ხომ გაშმაგებული ხარისთვის წითელი ნაჭერის აფრიალებასავით არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისთვის.

საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ მოღალატე ადამიანს შეუძლია. ვის ითრევენ ომში ჩემს და თქვენს შვილებს? აბა ყველას გვახსოვს 2008 წელი და გრძელი რიგები წითელ ხიდზე. ეს არის ხალხი, ვისაც სამშობლო არ უყვარს და საკუთარი ქვეყნის მტრები არიან, აბა მტერი რომ არ იყოს, როცა ხედავ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ამდენ დახოცილ უდანაშაულო ადამიანს, როგორ შეიძლება მარტო უსურვო კი არა, ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ შენი სამშობლოც ამ დღეში ჩააგდო, ალბათ გულში თვითონაც ხვდებიან რა უბედურებას აწერენ ხელს, მაგრამ უცხო ქვეყნის აგენტობას და ვალდებულებებს რა უნდა უყონ. საზოგადოება კარგად ხვდება ამას და როგორც ადრე, არც ახლა წამოეგება პროვოკაციას.“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი