დავით ქართველიშვილი: ლატვიაში „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს იმისთვის, რომ ტელეარხი აგრძელებს აგრესორი ჯარისკაცებისთვის ლოჯისტიკურ დახმარებას და ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების საბჭოთა დროინდელი ძეგლების დემონტაჟის პოლიტიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 06 დეკემბერი 2022, 14:01

ასეთი „უწყინარი“ გადაცდომების გამო, ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე, „ანტიპუნისტური დოჟდი“ დღეს უკვე EU-ს რუსეთუმულ ნაწილშიც იდევნება ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა მიმდინარე წლის 6 მარტს "დოჟდის" ჟურნალისტი მიშა ფიშმანი. იცოდა, რომ შემოსაშვები არ იყო. იცოდა, რომ სადაც შემოუშვეს - იქიდან გამოსაშვები გახდებოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

„არ ვიგინები ხოლმე ღია ტექსტით, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ „დაგინებულია“: დღეს თბილისში ლატვიის საელჩოს სამგლოვიარო ლენტებით არშემკობი ნაცსექტანტის - ყველას * **! რამეთუ გუშინ EU-ს რუსეთუმე წევრ-ლატვიაში - პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ყველაზე შეუპოვარი, პრინციპული და დემოკრატიული ტელეარხი „დოჟდი“ - მოკლეს!!!

ლატვიაში გუშინ „დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს!!! რისთვის??? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპაში, უსაფრთხო გარემოში გადაბარგული „დოჟდის" შრომითი კოლექტივი: დღემდე აცხადებს, რომ ყირიმი - მაინც რუსეთის შემადგენლობაშია, ტელეარხი - აგრძელებს აგრესორი ჯარისკაცებისთვის ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენას და ეჭვქვეშ აყენებს ლატვიის ხელისუფლების - საბჭოთა დროინდელი ძეგლების დემონტაჟის პოლიტიკას.

აი, ასეთი „უწყინარი" გადაცდომების გამო, ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე, „ანტიპუნისტური დოჟდი" დღეს უკვე EU-ს რუსეთუმულ ნაწილშიც იდევნება ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა მიმდინარე წლის 6 მარტს „დოჟდის" ჟურნალისტი მიშა ფიშმანი. იცოდა, რომ შემოსაშვები არ იყო. იცოდა, რომ სადაც შემოუშვეს - იქიდან გამოსაშვები გახდებოდა.

ოოო!!! რა პროტესტი გამოიწვია ამან მაშინ ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებში! აი, არანაკლები შფოთი და აღშფოთება მენახოს დღეს ლატვიის საელჩოსთან! ამ პრინციპული რეაგირების ფასი დაგინების სახით - დიდია! ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია-მიიწერთ თუ არა მალამოსავით ამ გინებას უკვე მერამდენედ. თუმცა, როგორც დასავლეთის სპეციალისტები გვასწავლიან“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი