რობერტ სტურუა: ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 04 დეკემბერი 2022, 14:35

ო მ ი  და  ნ ა ც პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

„ო მ ი  და  ნ ა ც პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი!
ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?!
ქალების გაუპატიურება,
კაცებიც მიაჩვიესო,
მოხუცების წამება,
ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა!
უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა
სადმე პატარა ქალაქში,
თუნდაც სამტრედიაში
(არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!)
დაბომბვა დიდი ქალაქებისა,
ელექტროსადგურების განადგურება,
თუ საჭიროა,
ენგურგესსაც ააფეთქებენ -
და რა ეშველება
დასავლეთ საქართველოს?!
სვეტიცხოველს გაგინადგურებენ,
მამადავითს გადაგვიწვავენ -
აღა-მაჰმდ-ჰანი მოგენატრება!
უცხოური მანქანებსაც გაგინადგურებენ,
ხოლო საუკეთესოს
ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს
ფოსტით გაუგზავნიან!
ფულს,
გადამალულ ოქრო-ვერცხლს,
მოპარულ პატიოსან ქვებს
აგაცლიან შვილების წამების შიშით!
თანაც გაიძულებენ პურ-მარილი გაუშალო - о, как мы любим грузинское застолье!
და რაც მთავარია ხინკალი,
თუ მასალა არ გაქვს,
მამიდას მაინც დაგაკლევინებენ!
…ეს ჩვენი პუტინისტი ნაცები კი,
ამაზე რომ ოცნებობენ,
ამ დროს უცხოეთში ნაყიდ სახლებში გამოათრობენ თავის ლობისტებს!
პროპო-განდონისტები -
თუნდაც ინგა გრიგოლია -
სამტრედიელი მარგარიტა სიმონიანი,
დიდი ხანია რომ უცდის საქართველოს განადგურებას და
მოხდენილ ჩრდილოეთის მაჩოებს,
ტელესივრცეს უფრო ააყროლებს!
ერთი კარგ საქმეს კი იზამენ -
ვითომდა ძალზე ავადმყოფ
არაქართველ პრეზიდენტს -
რომ გონია გაამეფებენ,
ორი ბურთულით,
რასაკვირველია, თუ შერჩა,
ჩამოკიდებენ!
ასე არ დაპირდა მისი რეზიდენტი?!
ხოლო დედა კაბირიას,
მოკლე კაბებს პარიზის მოდელისავით ყოველ დღე რომ იცვლის,
ერთ ნაცნობ მდიდარი თურქს
ჰარამჰანაში მზარეულად გადაუგზავნიან!
და ამ დროს
ეს ბოღმა-ნაცპუტინისტები
ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ,
როცა ესმით:
“თ ბ ი ლ ი ს ი - მ შ ვ ი დ ო ბ ი ს
ქ ა ლ ა ქ ი ა ო!”
ვაშა გურულებს!
მთავარი სადღეგრძელო მუდამ
მ შ ვ ი დ ო ბ ა ს უძღვნიან!
მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ
დაგირჩ-დაბოლილებს აღარეფერი არ ეშველება!!!
ამ დროს კი just married ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს
თავისი არც ისე ლამაზ,
მაგრამ უგონოდ შეყვარებულ
ქართველ ქალთან
როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში!
და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია!
ვაშა ვაშაძეებს!
ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს!
ნუთუ ახდება დიდი ა ნ ა ს სიტყვები:
“სხვა საქართველო სად(ღ)აა..!”- წერს რობერტ სტურუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი