ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტში ეპატიჟებოდა. ახლა, დგას ეს მატარებელი დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 03 დეკემბერი 2022, 21:14

ისე, ძალიან მინდა, რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე-მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცია.

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

„ისე, ძალიან მინდა, რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე-მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში.

კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ახლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად.

არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტში ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე „ნაცელიტას“ ჰქონდა დაკავებული.

დგას ეს მატარებელი ახლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი