სამმა ლიდერმა, გამოცხადებული მობილიზაციის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიიყვანეს. დღეს, აღარავის სჯერა ,,ნაციონალური მოძრაობის" განახლების და გაძლიერების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 03 დეკემბერი 2022, 21:09

დასუსტებული ,,ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას.

როგორც ბოჟაძე წერს, აღარავის სჯერა ნაციონალური მოძრაობის განახლების და გაძლიერების.

,,დასუსტებული ,,ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას. ყოფილი ბელადის მოწოდებების მიუხედავად ომის და ღალატის პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ, ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ,,ქურქუმელ ვაით" ხაბეიშვილმა და ,,აქტივისტმა" მუმლაძემ, ე.წ. მოწამვლის თემა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციეს. , შესაბამისად ოლიგარქი კეზერაშვილის ფულისთვის ერთმანეთს გადაკიდებული ლიდერების და მათი მცირე მხარდამჭერების გარდა აღარავინ გამოდის ქუჩაში! ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, სწორედ ამიტომ ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ვერც სხვადასხვა პარტიებად დაშლილი და გაშლილი ,,ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერ ენჯეოებთან და მედიებთან ერთად, ამას 2020 და 2021 წლის არჩევნების შედეგიც ადასტურებს!” - წერს ბოჟაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი