251
03 დეკემბერი 2022, 20:26
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს გამართული აქციას ეხმიანება.
„ქართველებს გვაქვს რამდენიმე საკრალური თარიღი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის გარდაცვალებას უკავშირდება: 3, 9, 40 დღე და წლისთავი. ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობასთან მიმართებაში, ტერმინი „გარდაცვალებაც" - მკრეხელობაა. სახეზეა „პარტიის" ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი. პოლიტიკური მნიშვნელობის მასშტაბით, ჯერ კიდევ, სიდიდით მეორე პარტიის - უეჭველი სიკვდილი. პოლიტიკურ სასაფლაოზე მას ორი ვარიანტი ელოდება: „ნივიჟუ" გაუკეთოს თავის გაცივებულ სხეულს - მაშინ მუნიციპალური ხარჯებით, „ბომჟების" სასაფლაო ზონაში მიაბარებენ მიწას, ან პირიქით - ძვირადღირებულ კერძო სასაფლაოზე მოუძებნონ მას „საპატიო" ადგილი“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |