ნიკო კვარაცხელიას დედა - რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
534 30 ნოემბერი 2022, 23:50

აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს? - ამის შესახებ Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

ნიკო კვარაცხელიას დედა ეხმაურება მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესს და აცხადებს, რომ „ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია“.

“ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორედ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება, ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობენ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკა კვარაცხელიას დედა და დასძენს:

„რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი