თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს და სხვას ამუნათებს „კორუფციისთვის"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 29 ნოემბერი 2022, 17:36

ეკა კვესიტაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა - ალბათ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის ან გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის... არ ვიცი. ფაქტია ეკა კვესიტაძე თავდაუზოგავად ამართლებს მიშას ამ დიდ „წყალობას“ და ნარატივი „მიშა მაგარია“ წლებია თან გასდევს მის ყოველ გადაცემას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გამო ეკა კვესიტაძე უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიაც კი „ჟურნალისტური სიტყვით“ ფეხქვეშ გაიფინა.

„ეკა კვესიტაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა - ალბათ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის ან გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის... არ ვიცი. ფაქტია ეკა კვესიტაძე თავდაუზოგავად ამართლებს მიშას ამ დიდ "წყალობას" და ნარატივი "მიშა მაგარია" წლებია თან გასდევს მის ყოველ გადაცემას. მიხეილ სააკაშვილის გამო ის უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, ახლახანს მის გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიაც კი „ჟურნალისტური სიტყვით“ ფეხქვეშ გაიფინა. მიხეილ სააკაშვილის არანაკლები მეხოტბეა მისი მეუღლე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი რომელიც 2008 წელს წინასწარ გაყიდულ ომზე ამბობდა:" აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლუს- მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცაო"- სინამდვილეში 2008 წლის ომით 151 დასახლებულ პუნქტზე დავკარგეთ კონტროლი, ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი. ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა. და ალბათ ეს ყველაფერი მაინც არაფერი... „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებაში ამ ცოლ ქმრის ტანდემი განუკურნებელი სენია. ეკა კვესიტაძე ახალ ახალი მოთხოვნებით გამოდის - აჩვენონ პრეზიდენტი რომელიც მისი თქმით ბოლო წუთებს ითვლის... სინამდვილეში მოცემულობა ასეთია მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მასზე ზრუნავს სახელმწიფო და შესაბამისი დაწესებულება, დროულად მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, უტარდება სათანადო მკურნალობა და მისი სიცოცხლე დაცულია. პროცესზე დასწრება არ დასწრება მისი არჩევანია და დასწრებაზე უარს ის თავად ამბობს. კოლექტიური კვესიტაძეების პოლიტიკურ შოუს გაგრძელება არ უწერია რადგან მთავარი როლის შემსრულებელმა მიხეილ სააკაშვილმა თავად თქვა მასში მონაწილეობაზე უარი. კი არ დაუძლურდა არამედ დაიღალა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სადავეები თავად მიუშვა. კი ხედავთ რაც ხდება! დამშვიდდით ქალბატონო ეკა, ფაქტია ვეღარ ინარჩუნებთ სააკაშვილთან პირდაპირ კონტაქტს და ინფორმაციულ ომში ხელისმომკიდე აღარავინ გყავთ. აკეთეთ თქვენი საქმე, მეუღლეც ხელს გიწყობთ, როგორც ერთ - ერთ ინტერვიუში თქვით - მხოლოდ ის გიძლებთ... მინაწერი - და სანამ ირაკლი კობახიძეზე რამეს დაწერთ ან იტყვით პირი გამოირეცხეთ, თქვენი წონა მარტო წიგნი აქვს წაკითხული, მოპოვებულ (დაცულ) ხარისხებზე აღარაფერს ვიტყვი.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი