233
29 ნოემბერი 2022, 15:52
გვესმის, რომ თვითმარქვია ნაცმოძრაობის ლიდერის, ხაბეს დაანონსებული 3 დეკემბრის აქციის გრადუსის აწევა გსურთ, გვესმის რომ ბელადის 55 წლისთავთან დაკავშირებულ უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც ემზადებით, მაგრამ ამ პოლიტიკური შიზოფრენიით თქვენს გუნდის შიგნით რომ დაკავდეთ - ვერა? ნორმალურებს - თავი რომ გაგვანებოთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
ქართველიშვილი გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და აღნიშნავს, რომ „სიმულიანტის“ ტერმინებს, ვითარცა მაგნიტებს მაცივარზე, არა ირაკლი კობახიძე, არამედ თქვენ აკრობთ თქვენს ბელადს ყოველ ჯერზე, როდესაც მის გასასინჯად ხან უკრაინელი პედიატრი კომაროვსკის ჩამოყვანა გსურთ, ხან „დემენციური ტუბერკულოზის“ გასასინჯად ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოგყავთ, ხან ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც შემდგომ გაუგებრად წუხს, რატომ მოწყვიტეს იგი თავის რეალურ პაციენტებს.
„რატომ ბრაზობ, სოსო?" - ვაჟა ზაზაევიჩის ინტონაციით მინდა მივმართო „კვესიტაძეებს“ და „უგულავებს“. როგორი მდიდარი, კორექტული, აკადემიური და დიპლომატიური შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა - როდესაც შენ იცავ სამართლიანობას, შენს მხარეზეა ჭეშმარიტება და შენ დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში. და როგორ ტრანსფორმირდება იგივე ენა, როდესაც შენ ცრუობ, მოკლებული ხარ არგუმენტაციას და შენი ბაგეებიდან გამოდის შენი დამარცხებული, ბინძური, გაავებული შიგთავსის ლინგვისტური სიმახინჯე. ირაკლი კობახიძეს რაც არ ეკუთვნის, იმ ეპითეტებს ვერც გაეკარება და ვერც შთანთქავს ბიუჯეტიდან 50 მილიონის ქურდისაგან, ან და კიდევ, ვანო მერაბიშვილის ყოფილი გამპრავებელი-„ანალიტიკოსის“ მეუღლისაგან. „სიმულიანტის“ ტერმინებს, ვითარცა მაგნიტებს მაცივარზე, არა ირაკლი კობახიძე, არამედ თქვენ აკრობთ თქვენს ბელადს ყოველ ჯერზე, როდესაც მის გასასინჯად ხან უკრაინელი პედიატრი კომაროვსკის ჩამოყვანა გსურთ, ხან "დემენციური ტუბერკულოზის" გასასინჯად ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოგყავთ, ხან ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც შემდგომ გაუგებრად წუხს, რატომ მოწყვიტეს იგი თავის რეალურ პაციენტებს. ხან ხელის ძვლის გადანერგვის თემას წამოწევთ, ხან სეისმოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებს იწვევთ, რამეთუ სააკაშვილს „აქანავებს“ - რომელი ერთი გავიხსენოთ იმ 36 ამ ეტაპზე გამოვლენილი "სნეულებიდან"? თქვენ თავად ქმნით მისგან ადამიანურად საცოდავ და კარიკატორულ პერსონაჟს, რომელსაც ხან შეურაცხად ფერებში წარმოგვიდგენთ, ხან მენდელეევის ქიმიური ელემენტების საწყობად წარმოაჩენთ, ხან - მოწამლულად და ხან მოუწამლავად. გვესმის, რომ თვითმარქვია ნაცმოძრაობის ლიდერის, ხაბეს დაანონსებული 3 დეკემბრის აქციის გრადუსის აწევა გსურთ, გვესმის რომ ბელადის 55 წლისთავთან დაკავშირებულ უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც ემზადებით, მაგრამ ამ პოლიტიკური შიზოფრენიით თქვენს გუნდის შიგნით რომ დაკავდეთ - ვერა? ნორმალურებს - თავი რომ გაგვანებოთ...“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |