საქართველოს სახელმწიფოს, დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი და სიძულვილი, არადა, რომ ჰკითხო ლიბერალები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 27 ნოემბერი 2022, 12:27

ფაშისტური აზროვნების გავლენა იგრძნობა ყველგან: რადიკალურ ოპოზიციაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ყოველგვარი მედია სტანდარტებისგან დაცლილ პარტიულ ტელევიზიებში, ვითომ ადამიანის უფლებადამცველ ენჯეოებში და თვითმარქვია „ინტელექტუალ ექსპერტებში“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.

„საქართველოს სახელმწიფოს, დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი და სიძულვილი, ყველაფრის განადგურების სურვილი რაც მათთვის მიუღებელია, არადა რომ კითხო ლიბერალები არიან. ამ ლიბერალის ქურქში გახვეულ ფაშისტებს მინდა შევახსენო, რომ ქართული სახელმწიფოს, ქართული კულტურის და იდენტობის შექმნასა და შენარჩუნებაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ სამშობლოს, რწმენის, ოჯახის და ღირსების დაცვისთვის სწირავდნენ თავს ჩვენი დიდი წინაპრები და არა ამ სამარცხვინო, ძალად „ინტელექტუალი“ სექტის „ღირებულებებისთვის“.

ამ ფაშისტური აზროვნების გავლენა იგრძნობა ყველგან: რადიკალურ ოპოზიციაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ყოველგვარი მედია სტანდარტებისგან დაცლილ პარტიულ ტელევიზიებში, ვითომ ადამიანის უფლებადამცველ ენჯეოებში და თვითმარქვია „ინტელექტუალ ექსპერტებში“. 2012 წელს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა, უსამშობლო, უღმერთო და უღირსი ადამიანების ერთობა, 10 წელია ყოველ ჯერზე გამარცხებთ და კიდევ მრავალი წელი იქნება ასე, რადგან ეს ქვეყანა საქართველოს, ღმერთის, ოჯახის და ქართული კულტურის მოყვარე ხალხს ეკუთვნის და არა თქვენნაირ, ერთი მუჭა სამარცხვინო ადამიანების კასტას“, - წერს ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი