გია გაბრიჭიძე: ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, ცოტა უცნაური სიყვარულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 22 ნოემბერი 2022, 18:05

ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა "საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ" და ზოგი "მცირე იმპერიას" გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა-წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

„საკმაოდ უცნაურად (კორექტულობის გამო არ ვიტყვი უაზროდ) გამოეხმაურა ქალბატონი დეგნანი ვინმე დევიდ კრამერის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ - სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს.
დიახ, სწორედაც რომ „ვინმე“ კრამერის, რადგანაც ქალბატონი ელჩის განმარტებით ის „არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში“.
და თურმე ამ კერძო პირს „ძალიან უყვარს საქართველო“.
ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, რბილად რომ ვთქვა ცოტა უცნაური სიყვარულია.
რაც შეეხება ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორს, რომელიც თურმე აკადემიურ წრეებში დაფასებულია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა „საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ“ და ზოგი „მცირე იმპერიას“ გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა.
მაგალითისთვის მხოლოდ სახაროვი და ასტაფიევიც კმარა”- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი