ზურაბ ქადაგიძე კეზერაშვილზე: ამორალურია, როდესაც შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია, საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს საერთაშორისო თაღლითს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
323 16 ნოემბერი 2022, 16:12
,,მინდა გამოვეხმაური ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვრცელ წერილს, სადაც სწორი აქცენტებია გაკეთებული საფრთხეებზე და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა დროულად იქნას არიდებული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა დაგეგმილი,” - წერს მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ არ შეჩერდება. პირიქით, უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გაგრძელდება 2024 წლამდე.
,,მინდა გამოვეხმაური ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვრცელ წერილს. სადაც, სწორი აქცენტებია გაკეთებული საფრთხეებზე და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა დროულად იქნას არიდებული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა დაგეგმილი. ავტორის თქმით, კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრაზე ინფორმირებული იქნებოდა შტატები. მეტიც, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გერმანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აწარმოებს გამოძიებას, წარმოუდგენელია ასეთი რეზონანსული საერთაშორისო დანაშაულის ფიგურანტ ყოფილ მინისტრზე, არ სცოდნოდათ მისი ადრეული თაღლითობებისა და ახლანდელი პოლიტიკური მიზნების შესახებ, რაც ქართული რადიკალი პოლიტიკოსების, მედია-პლატფორმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობს. ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ არ შეჩერდება, პირიქით უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გაგრძელდება 2024 წლამდე, რათა რამენაირად მოხდეს ხელისუფლების, სასურველი ძალებით ჩანაცვლება. ამორალურია, როდესაც შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია, საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს საერთაშორისო თაღლითს,” - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი