ზურა ქადაგიძე: ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი კეზერაშვილი და კურტ ვოლკერი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის განცხადებებით - საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 15 ნოემბერი 2022, 11:39

ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი დავით კეზერაშვილი ყველამ იცით და კურტ ვოლკერი კი სხვა და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე მომუშავე ამერიკელი მაღალჩინოსანი გახლავთ,რომლის განცხადებებით. საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის და ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ ვოლკერის ლონდონში შეხვედრის ფაქტს.

როგორც ქადაგიძე წერს, ისინი კულტურაზე არ ისაუბრებდნენ და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კეზერაშვილს რეზოლუციებში პოლიტდევნილის სტატუსით ვინმე მოიხსენიებს.

,,კურტ ვოლკერი და კეზერაშვილი... ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი დავით კეზერაშვილი ყველამ იცით და კურტ ვოლკერი კი სხვა და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე მომუშავე ამერიკელი მაღალჩინოსანი გახლავთ,რომლის განცხადებებით; • საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე... • ქართული სახელმწიფო მზად იყო ევროკავშირისათვის,თუმცა ახლა დაგვიანებულია, დემოკრატიული უკანსვლის გამო. (წარსულ მზადყოფნაში ალბათ, სააკაშვილის ხელისუფლება იგულისხმა...) 2022 წლის ზაფხულში შედგა მასა და კეზერაშვილს შორის შეხვედრა. არა მგონია ვინმე ფიქრობდეს,რომ მათი საუბარი კულტურასა და კინემატოგრაფიის განვითარებას შეეხო... ჰო და...რატომაა გასაკვირი, ოლიგარქ კეზერაშვილის რეზოლუციებში მოხსენიება და პოლიტ-დევნილის სტატუსით შემკობა?! ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული მოროდიორი, ყიდულობს ყველას და ყველაფერს. ეს უსამშობლო ნაძირლები დაწყებული, ჟურნალისტებით და დასრულებული საერთაშორისო გავლენის პერსონებით, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად! P.S. ისე ცნობისათვის, კურტ ვოლკერის მეუღლე „ამერიკის ხმაში“ მუშაობს და ნუ გიკვირთ, ეს ლიბერალიზმის ფლაგმანი თუ პირდაპირ მტრობს ქართულ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებს“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი