ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 11 ნოემბერი 2022, 17:19
დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ "ომში გამარჯვებული" დაიტოვებს  ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას"- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. 

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც  ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა სანდო და სანდომიანი  გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება.

„ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ "ომში გამარჯვებული" დაიტოვებს  ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას". 
თუმცა ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც  ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, მეტიც, შეიძლება ითქვას ფეხებზეც ჰკიდიათ. სწორედ ამიტომ, ყოფილ თანაგუნდელებზე ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა საკუთარი კანდიდატურის, სანდო და სანდომიანი  გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება. ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო აწი იწყება“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი