დავით ქართველიშვილი აშშ- ელჩს ეუთო-ს დასკვნაზე: თქვენმა არჩევნებმა ჩვენ ყოველმხრივ დაგვაბნია - ამ შეკითხვას, მათ შორის, ცოცხალი ქართველი დეპუტატების სახელითაც გისვამთ! დიახ, პარლამენტში, ჩვენ ძირითადად ასეთი დეპუტატები გვყავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 10 ნოემბერი 2022, 20:39
,,ქალბატონო კელი დეგნან! მაშ რას ნიშნავს "დეპოლარიზაცია" და როგორ უნდა მივაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგებს - მიგვასწავლით ბოლო-ბოლო, თუ როგორ მოვიქცეთ? “ - ასე მიმართავს ,,ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- ს ელჩს.

როგორც ქართველიშვილი წერს, საქართველოსთან მიმართებაში აშშ-სა და ევროკავშირის ძირითადი პრეტენზიები სწორედ ამ ავადხსენებულ "დეპოლარიზაციას" ეხება, რომელიც თურმე არა იმდენად საქართველოს, არამედ თვით ამერიკას უშლის ხელს. 

დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის: დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, აზრის გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკურ დეპოლარიზაციაში, საარჩევნო სისტემის სრულყოფილებაში - ძირითადი მასწავლებლის, ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის 8-9 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნები. 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს, სხვა მრავალ შენიშვნასთან ერთად, თავის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო მარათონი იყო "ძლიერპოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით", ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო 
ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები.

საქართველოსთან მიმართებაში აშშ-სა და ევროკავშირის ძირითადი პრეტენზიები სწორედ ამ ავადხსენებულ "დეპოლარიზაციას" ეხება, რომელიც თურმე არა იმდენად საქართველოს (რაც მას ხელს უშლის EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში), არამედ თვით ამერიკას უშლის ხელს მის დემოკრატიული გზით განვითარებაში და საარჩევნო სისტემის სრულყოფილებაში. 

არ უშლის თურმე იმ საქართველოს, სადაც სტატუს-მინიჭებულ უკრაინასთან შედარებით არაა აკრძალული არც ერთი 250-მდე რეგისტრირებული ოპოზიციური პარტია, არაა დახურული და ქონება-დაყადაღებული არც ერთი ოპოზიციური ცენტრალური თუ რეგიონალური ტელევიზია, არაა შეზღუდული ოპოზიციური სპექტრის არც საბიუჯეტო, არც "მესამე სექტორის" და არც საერთაშორისო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხაზით შემოსული დაფინანსება...

ქალბატონო კელი დეგნან! მაშ რას ნიშნავს "დეპოლარიზაცია" და როგორ უნდა მივაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგებს - მიგვასწავლით ბოლო-ბოლო, თუ როგორ მოვიქცეთ? თქვენმა არჩევნებმა ჩვენ ყოველმხრივ დაგვაბნია - ამ შეკითხვას, მათ შორის, ცოცხალი ქართველი დეპუტატების სახელითაც გისვამთ! დიახ, პარლამენტში, ჩვენ ძირითადად ასეთი დეპუტატები გვყავს...” წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი