თამთა მეგრელიშვილი „ქოლცენტრების“ საქმეზე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში, რომელმაც ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა, სწორედ ოლიგარქი კეზერა დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 09 ნოემბერი 2022, 12:44

ქართველმა და გერმანელმა პროკურორებმა „ქოლცენტრების“ საქმეზე კიდევ არაერთი პირი დააკავეს. ეს საქმე საბოლოოდ კეზერაშვილთან მიდის, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას ეხმიანება. ამასთან, აზიარებს ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ. სქრინს და აღნიშნავს რომ ზუსტად იციან ამ ბანდის წევრებმა, რომ ყულფი მათ კისერზე უფრო და უფრო ვიწროვდება და მალე კეზერას ევროპელი პროკურორების საბრალდებო დასკვნას წაუკითხავენ!

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ხომ ნახეთ? ქართველმა და გერმანელმა პროკურორებმა „ქოლცენტრების“ საქმეზე კიდევ არაერთი პირი დააკავეს. ეს საქმე საბოლოოდ კეზერაშვილთან მიდის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში, რომელმაც ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა, სწორედ ქართველი ოლიგარქი კეზერა დგას... აი ამის დასტურია ხაბეიშვილის, კეზერაშვილის ხელის ბიჭის აწიკვინება და ისრების სხვაგან გადატანა, მაგრამ ზუსტად იციან ამ ბანდის წევრებმა, რომ ყულფი მათ კისერზე უფრო და უფრო ვიწროვდება და მალე კეზერას ევროპელი პროკურორების საბრალდებო დასკვნას წაუკითხავენ!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი