ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრები ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 07 ნოემბერი 2022, 15:55
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი  ბიძგი
დღეს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შესრულების ანგარიშში კუბიულიუსმა, რასამ, ფოტიგამ და ნაცების რამდენიმე ლობისტმა პოლიტიკური თემები „შეაკვეხეს“ და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა ისფედ-ი, ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მისცა ბიძგი- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართული ოცნების მმართველობის უმთავრეს მიღწევად თავსმოხვეული „მედასავლეთეების“ გაშიშვლებას და ევროპულ სტრუქტურებში დაბუდებული ლობისტების მიმართ „თავის დახრის“ პოლიტიკის გაუქმებას მიიჩნევს.

მისივე თქმით, ადამიანი, მით უმეტეს, ხელისუფალი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სამსახურში, უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინოს ყველა ის თხოვნა, მითითება თუ მოსაზრება, რაც უცხოელებისგან მოდის.


„ქართული ოცნების მმართველობის უმთავრეს მიღწევად მივიჩნევ თავსმოხვეული „მედასავლეთეების“ გაშიშვლებას და ევროპულ სტრუქტურებში დაბუდებული ლობისტების მიმართ „თავის დახრის“ პოლიტიკის გაუქმებას. დიახ, ეს არის მოცემულობა, რომელიც მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში კი მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ამ ქვეყანაში და ამ მოცემულობას თაობები დააფასებენ. წინა რეჟიმმა შექმნა ყალბი განცდა, რომ ვინც უნდა იყოს, სახელის და გვარის მიუხედავად, რასაც უნდა ამბობდეს, არ შეიძლება პასუხი გასცე ან გააკრიტიკო ევროდეპუტატი, ელჩი და ასე შემდეგ...
ადამიანი, მით უმეტეს ხელისუფალი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სამსახურში, უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინოს ყველა ის თხოვნა, მითითება თუ მოსაზრება, რაც უცხოელებისგან მოდის. 
ეს შესავალი ევროპარლამენტარების მიერ, მორიგი სამარცხვინო ქმედების პასუხად დამჭირდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შესრულების ანგარიშში კუბიულიუსმა, რასამ, ფოტიგამ და ნაცების რამდენიმე ლობისტმა პოლიტიკური თემები „შეაკვეხეს“. ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრები ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას, პრეტენზია აქვთ სხვა კრიმინალების, გვარამიას, კეზერაშვილის, ჭუტას და აშ. საქმეებზე და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა ისფედ-ი, ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მისცა ბიძგი. 
ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ აი ეს ხალხი, კუბიულიუსი, ფოტიგა, რასა და ძმანი მისნი. ეს აგენტები და მათი უსამართლო ქმედებებია ჩვენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გამღვივებლები. ეს ხალხი ღიად იბრძვის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ!!!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი