331
03 ნოემბერი 2022, 14:37
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, რაც კარგია.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ოპოზიცია მსგავსი კანონის მიღების წინააღმდეგია. მიზეზი ძალიან მარტივია: უკრაინული და ქართული კანონის პირველ რიგში რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს შეეხება, მათ შორის იმათაც, ვინც საქართველოდან გაიქცა და მილიარდობით დოლარი გაიყოლა.
მისივე თქმით, საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიები და ენჯეოები კვლავ მოპარული ფულის გადანაწილებით იქნებიან დაკავებული.
„უკრაინის მიერ მიღებულმა კანონმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მის სრულად აღსრულებას მთელი ევროპა ელოდება. საქართველოში პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს რომელიც უკრაინული კანონის საფუძველზე მომზადდა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და საერთოდ მსგავსი კანონის მიღების წინააღმდეგია. მიზეზი ძალიან მარტივია: უკრაინული და ქართული კანონის პირველ რიგში რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს შეეხება, მათ შორის იმათაც ვინც საქართველოდან გაიქცა და მილიარდობით დოლარი გაიყოლა, ბიუჯეტიდან მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული თანხა, თანხა რომელსაც მათ მიერ არაფორმალურად მართულ პარტიებს, მედიებს და ენჯეოებს ახარჯავენ.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
საზოგადოება ნათლად ხედავს ოპოზიციის წუხილების რეალურ მიზეზს, ოლიგარქები პირველ რიგში სწორედ მათ პარტიების დამფუძნებლები და დამფინანსებლები არიან, რომელთაც კანონი რეგულაციის ქვეშ მოაქცევს და მათ მსხვილი დაფინანსების გარეშე დატოვებს.
საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიები და ენჯეოები კვლავ მოპარული ფულის გადანაწილებით იქნებიან დაკავებული“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |