ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური „ნაცები“ ოდნავადაც არ იცვლიან აზრს და გულწრფელად თვლიან, რომ რეპრესიული მეთოდებით უნდა შეეჩვიათ ხალხი მათ წარმოსახვაში არსებული ახალი „წესრიგისათვის“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 01 ნოემბერი 2022, 12:32

კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის სწორედ იმ რეპრესიული „წესრიგის“ დასაბრუნებლად.

„რამდენიმე დღის წინ აქ დავწერე, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული. ეს დაადასტურა ამ დღეებში მათმა რამდენიმე არცთუ რიგითმა წარმომადგენელმა ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური „ნაცები“ ოდნავადაც არ იცვლიან აზრს, და გულწრფელად თვლიან რომ რეპრესიული მეთოდებით უნდა შეეჩვიათ ხალხი მათ წარმოსახვაში არსებული ახალი „წესრიგისათვის“, ანუ გამოეძერწათ მორჩილი, უსამშობლო, ყველაფრისგან დაცლილი ახალი „ბიომასა“ როგორ მათი ერთი იდეოლოგი უწოდებდა. ახალი რეპრესიული "წესრიგი" მხოლოდ ამ „ბიომასისთვის“ იყო განკუთვნილი. ის თქმა უნდა არ ეხებოდა "ნაცმოძრაობას" და მის ელიტებს, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ, კორუფციის ჩათვლით. დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის, სწორედ იმ რეპრესიული "წესრიგის" დასაბრუნებლად“- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი