ვახტანგ ჭარაია სსფ-ის პროგნოზზე: საქართველოს აქვს ყველანაირი წინაპირობა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს, დაძლიოს რუსეთზე დამოკიდებულებაც, მოირგოს რეგიონში პოლიტიკური ლიდერის როლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 01 ნოემბერი 2022, 11:54

მსოფლიოში მიმდინარე ძალთა ახალი გადანაწილების, კოვიდის ჯერ კიდევ არ-დასრულების და მრავალი სხვა გამოწვევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც აგრძელებს ორნიშნა ზრდას, კერძოდ იანვარ - სექტემბრის გასაშუალოებული მაჩვენებელი - 10.2 პროცენტს შეადგენს - წერს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე.

მისი თქმით, IMF-ის საშუალოვადიანი პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა მოსახლეობის ერთ სულზე პირველად გადააჭარბებს $10,000-ს, ხოლო 2030 წლისთვის კი $15,000-ს, რითაც ის უკვე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

„მსოფლიოში მიმდინარე ძალთა ახალი გადანაწილების, კოვიდის ჯერ კიდევ არ-დასრულების და მრავალი სხვა გამოწვევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც აგრძელებს ორნიშნა ზრდას, კერძოდ იანვარ - სექტემბრის გასაშუალოებული მაჩვენებელი - 10.2 პროცენტს შეადგენს.

რა თქმა უნდა პრობლემებიც მრავლად გვაქვს, რაც პირველ რიგში ინფლაციას უკავშირდება, რომელიც აგრეთვე ორნიშნაა. თუმცა ინფლაციის ამ გლობალურ ტრენდს უმჯობესია მაღალი ეკონომიკური ზრდით დავუპირისპირდეთ, ვიდრე ინფლაცია ცალკე გვიტევდეს და ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო იყოს ან სულაც არ იყოს, როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დღეისთვის.

ყველაფერთან ერთად, IMF-ის საშუალოვადიანი პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა მოსახლეობის ერთ სულზე პირველად გადააჭარბებს $10,000-ს, ხოლო 2030 წლისთვის კი $15,000-ს, რითაც ის უკვე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

საქართველოს აქვს ყველანაირი წინაპირობა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს, დაძლიოს რუსეთზე დამოკიდებულებაც, მოირგოს რეგიონში პოლიტიკური ლიდერის როლი, უზრუნველყოს სიღარიბის დაძლევა, შემოირიგოს აფხაზებიც და ოსებიც და მრავალი სხვა, ამისთვის კი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება და მუდმივი რეფორმებია საჭირო.“ - წერს ჭარაია facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი