ლევან ქარუმიძე: აშშ-ს ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 27 ოქტომბერი 2022, 14:20

 აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ქარუმიძე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკრაინის მოსახლეობა და მისი წარმომადგენლები გადაწყვეტენ, როდის და როგორ გადაწყვიტონ რუსეთის დანაშაულებრივი ომი მათი სამშობლოს წინააღმდეგ. არა თქვენ ან თქვენი „ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი“ აზერბაიჯანი“, – წერს იან კელი.

ლევან ქარუმიძის თქმით, „ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, სულ მცირე უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო“.

„აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში. ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, სულ მცირე უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. ჩვენ თუ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა დავამკვიდროთ!“, – წერს ლევან ქარუმიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი