დავით ქართველიშვილი: სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ალიევს, რომელი საკონსტიტუციო თუ ფუნქციონალური ვალდებულებით უნდა შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტი, ეს თავად თუ არა, მის მაღალანაზღაურებად ადმინისტრაციაში არავის ესმის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 25 ოქტომბერი 2022, 16:35

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი არ ფლობდა ინფორმაციას ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

„სირცხვილის გრძნობის ახალი სახეობა "მესტუმრა" დღეს მოულოდნელად, როდესაც ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უფრო ჭკვიანიც, დელიკატურიც და კომპეტენტურიც აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (სრული შემადგენლობით) და რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, თვით პრეზიდენტიც კი... კომენტარის გაკეთება მთხოვა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოხტომაზე - აქ აზერბაიჯანში, ცოტა არ იყოს, ვერ გავიგეთო - ეს რა იყო. კომენტარზე უარი ვუთხარი - სირცხვილის და შელახული ქართული თავმოყვარეობის გამო. მაგრად "გამიტყდა", რამეთუ პასუხი კი მქონდა, მაგრამ ქვეყნის სარეპუტაციო იმიჯს უნდა შევხებოდი, და რაღა ჩემი "ხელით"...იმ ხელით, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გამიხმა 2018 წლის არჩევნების მეორე ტურში, რომ "მეორე ხელით" გრიშა ვაშაძე უნდა ამერჩია, რაც ცალსახად გამორიცხული იყო ჩემთვის.
გუშინ ქვეყნის პრეზიდენტი მოიქცა ისევე, როგორც იქცევა ვინმე სანაია, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გააქვს ან საგოლე გადაცემას იძლევა. გუშინ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ეფექტური "კომბინაცია" გაითამაშეს ერთმანეთში, რათა ერთიანი რეგიონალური გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება მოეპოვებინათ, მაგრამ "სალომესანაიას" გუშინ ესეც ძალიან გაუტყდა. ისევე გაუტყდა, როგორც ჭუტავიზიას, რომელმაც ამ ორი ლიდერის მნიშვნელოვანი ბრიფინგი არც კი გააშუქა - ნუ, მათი მხრიდან ეს გასაგებია. მაგრამ წმინდა სამთავრობოთაშორისო მისიით, სამუშაო (არა ოფიციალური) ვიზიტით ჩამოსულ ალიევს, რატომ - რომელი საკონსტიტუციო თუ ფუნქციონალური ვალდებულებით უნდა შეხვედროდა საქართველოს ბუტაფურული პრეზიდენტი, ეს თავად თუ არ ესმის, მის მაღალანაზღაურებად ადმინისტრაციაში დავიჯერო, არ ესმის არავის? და ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს? რაში? ამ სირცხვილში???“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი