დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე - ყოველგვარი "შემოვლითი გზების" გარეშე - გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება და ახალი ომის გაჩაღება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 21 ოქტომბერი 2022, 12:46
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

მისი თქმით, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე გუშინდელი მიდგომა აღარ აკმაყოფილებს და საჭიროა მკაფიო განმარტება - რასთან გვაქვს საქმე.

„როგორც იქნა, ყოველგვარი "შემოვლითი გზების" გარეშე - გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება, საქართველოს - ჩვენგან, ქართველებისგან დახსნა, მილიონამდე მებრძოლი უკრაინელის ძალით - პოსტ-საბჭოურ სივრცეში ახალი ცხელი წერტილის, ახალი ომის გაჩაღება!
მე მესმის ხელისუფლების მცდელობის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კიდევ გარკვეული დროით, "ინერციით", "ცალმხრივი მეგობრობის" პოლიტიკაში შეფუთვის, მაგრამ ეს გაჟღერდა გუშინ. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე მე გუშინდელი მიდგომა აღარ მაკმაყოფილებს. მე სამთავრობო დონეზე მჭირდება მკაფიო განმარტება - რასთან გვაქვს საქმე...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი