ანდრია გვიდიანი - ჩვენი მეგობრები არიან უკრაინელი ხალხი და არა უკრაინის მთავრობა. უფრო მეტიც, უკრაინის ოფიციალური პირები დაწყებული ზელენსკიდან, გაგრძელებული არახამიათი და დამთავრებული სხვა დანარჩენი კლოუნებით, არიან საქართველოს მტრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 20 ოქტომბერი 2022, 18:05
ეს ხალხი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ უკრაინაში ბომბები ცვივა, მერე რა მოხდა, თუ საქართველოც დაიბომბებაო. ამ ხალხმა ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში შეგნებულად გააფუჭა უკრაინის და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოში ძებნილი დამნაშავეები დემონსტრაციულად მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, უაპელაციოდ დაგვაბრალა, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. ახლა ამ ყველაფერს მორიგი იაფფასიანი მავნებლობა დაამატეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ სულელური გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლებამ კოჭი გაუგორა "ნაცმოძრაობას" - ეს არის ამ პრიმიტიული ნაბიჯის ერთადერთი მიზანი.


„ეს ხალხი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ. 
 ეს ხალხი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ უკრაინაში ბომბები ცვივა, მერე რა მოხდა, თუ საქართველოც დაიბომბებაო. 
 ამ ხალხმა ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში შეგნებულად გააფუჭა უკრაინის და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები. 
ამ ხალხმა საქართველოში ძებნილი დამნაშავეები დემონსტრაციულად მაღალ თანამდებობებზე დანიშნა.
ამ ხალხმა უაპელაციოდ დაგვაბრალა, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. 
ახლა ამ ყველაფერს მორიგი იაფფასიანი მავნებლობა დაამატეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს. 
ძალიან მაინტერესებს - ამ ყველაფრის მერე ამ ხალხს მაინც ჩვენი "მეგობრები" უნდა ვეძახოთ?! ეს ფარსი უნდა დავამთავროთ და ბოლო-ბოლო ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. არავითარი "მეგობრობა" ეს არ არის და ამ სისულელეებს უნდა შევეშვათ. ჩვენი მეგობრები არიან უკრაინელი ხალხი და არა უკრაინის მთავრობა. უფრო მეტიც, უკრაინის ოფიციალური პირები დაწყებული ზელენსკიდან, გაგრძელებული არახამიათი და დამთავრებული სხვა დანარჩენი კლოუნებით, არიან საქართველოს მტრები.
რაც დღეს უკრაინის მთავრობამ ქნა, ეს არც ლოგიკაში ჯდება, არც პოლიტიკურ კონიუნქტურაში და არც მორალში. ამ სულელური გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლებამ კოჭი გაუგორა "ნაცმოძრაობას" - ეს არის ამ პრიმიტიული ნაბიჯის ერთადერთი მიზანი.
P.S. - ჰო და კიდევ ერთი, ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ, ამ დრომდე ქართველები მხოლოდ რუსეთს ჰყავდა დასანქცირებული, ახლა დაემატა უკრაინა. ეს ისე, საფიქრელად რომ გვქონდეს.“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი