ლევან ნიკოლეიშვილი - აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა, მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 20 ოქტომბერი 2022, 17:49
ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა - დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! -ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.


„ამ ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა -დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი, კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ! ისე, უბრალო შეუიარაღებელი თვალით თუ დავაკვირდებით, თბილისშიც და ბათუმშიც ქუჩაშიც თუ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც ბევრი რუსი და უკრაინელი ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულე თუ ტკბილად მოსაუბრეს (თან ვერ გაარჩევ ვინ ვინაა, რუსულად საუბრობენ!). კიდევ მთავრი დეტალი, ეს რუსები თუ უკრაინელები რესტორანში თუ ქუჩებში მოხეტიალეები, თითქმის ყველა იმ ასაკისაა, წესით ფრონტის ხაზზე, რომ ავტომატი უნდა ეჭიროს ხელში! დავუშვათ რუსები პუტინს გამოექცნენ, ეს ჯან-ღონით სავსე უკრაინელები ვის გამოექცნენ: ზელენსკის, დანილოვს, არესტოვიჩს, არახამიას თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფილიალის წარმომადგენლებს?! 
მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი